"ტრაგედიაა..პოლიტიკა სახლში შემომივიდა, ჰაერს მიკეტავს" - რას აცხადებს თეა დარჩია

თეა დარჩია

თეა დარჩია ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების თემაზე და არ სჯერა, რომ ჩვენ ისევ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის წინაშე დაგვაყენეს.

ამის შესახებ მან "მთავარის" ეთერში განაცხადა:

„ტრაგედიაა, რომ დღეს ისევ  გვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. გულწრფელად მრცხვენია, რომ მოჯადოებული საზიზღარი წრე, რომელიც შექმნა სისტემა კომუნიზმმა, ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანი ფუჭდება. ეს სისტემაა აღმოსაფხვრელი და გასაქრობი, გაყიდვინებს სულ. ან ამ სისტემაში ხარ, სულს ყიდი და ფულს იღებ, ან არ ხარ ამ სისტემაში და ხარ ჩვენს მდგომარეობაში. გვაქვს გადაკეტილი ჰაერი. რომ მოვისმინე ევროპის ეს განაჩენი, მადლობა ღმერთს, დროებითი, გაფრთხილებითი, იმ მომენტში ჩემი ცხოვრება დაპაუზდა, ვერ დავინახე  მომავალი, რისთვის ვმუშაობ, რატომ ვასწავლი. რისთვის მოვედით აქამდე, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ? ჩვენმა თაობამ დავაშავეთ ძალიან ახალგაზრდა თაობასთან – ჩვენი „სვეცკური“ გაჩუმებით, „სვეცკაობით“, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, ისე მოხდა, რომ პოლიტიკა სახლში შემომივიდა, ჰაერს მიკეტავს. ოთხი შვილი გავაჩინე ამ ქვეყანაში რისთვის, რომ ისევ  რუსეთის ჭაობში აღმოვჩნდე? თან, იმ რუსეთის, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებად იქცა? არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ დაგაჩმოროს, დაგიპყროს, ეს ათი წელი რა ჰიპნოზიც გვიკეთეს, თურმე არაფერი დაშლილა – ეს შხამიანი საცეცები ვრცელდება და ნაყოფს იღებს. ჩვენ საქართველოში ქართველებმა გვიღალატეს, მოგვატყუეს, ეს არის ყველაზე მწარე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჩვენივე მთავრობა შიგნიდან ოკუპაციას გვიკეთებს, სულების, მომავლის, ბავშვების. ეს ფარდა თუ ჩამოიწია, დამთავრებულია ჩვენი ამბავი. მოდით, სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში…“ , - ამბობს დარჩია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800