„წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო… ქვეყნის ღირსებას შეეწირა“ – არჩილ ტატუნაშვილის დედა
საზოგადოება • 1723111984
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილი მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივს მიაგებენ.
ადგილზე შეკრებილები არიან გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო პირები. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა 2018 წელს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მოკლული საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის დედაც, რომელმაც „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი სამშობლოს ღირსებას შეეწირა.
„აწამეს და წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო, დროშაზე არ შედგებოდა.
როცა შენი შვილი ასე ღირსეულად კვდება – სამშობლოს გულისთვის, ღირსების გულისთვის. სხვა გზა რა გაქვს, შენც ამაყი უნდა იყო და ღირსეულად უნდა მოექცე.
რომ ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ უნდოდათ, შეეწირა ქვეყნის ღირსებას“ – უთხრა არჩილ ტატუნაშვილის დედამ „ტვ პირველს“.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. ერთი დღის შემდეგ, 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო აწამეს.
მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპანტებმა ოჯახს 26 დღის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს.
ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












