წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
საზოგადოება • 1685462057 69

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე პირველად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ხოლო, საგზაო ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ. მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური.
ამჟამად, დიდგორის ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ნაწილზე სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ჯამში, 1 800 000 ლარამდეა გამოყოფილი.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...
სოცმედია • 1696019100

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.
სოცმედია • 1696018800

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...
სოცმედია • 1696018500

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...
საზოგადოება • 1696018200

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა. @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili
სოცმედია • 1696017900

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.
სოცმედია • 1696017300