ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა.

ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.

შეხვედრა ცესკოში 31 ოქტომბერს გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტი
"ან თავადაც მონაწილეობდა კარუსელში ან..." - რას წერს ვახო სანაია

"სახალხო დამცველი ან თავადაც მონაწილეობდა კარუსელში ან პირადობა გაატანა და ჯერაც არ დაუბრუნებიათ."  წერს ვახო სანაია სოცქსელში.

სოცმედია 1730555940

ცესკო - არჩევნები
მარნეულში ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ცოლ-ქმარმა გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-მდე პირი დაარეგისტრირეს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოლ-ქმარმა, ეკა აგლაძემ და გრიგოლ გაგნიძემ საარჩევნოდ შექმნილ გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაარეგისტრირეს, თითოეული მათგანი მმართველ პარტიასთან არის ა...

პოლიტიკა 1730555164

ნინო დოლიძე
რა ტაქტიკას იყენებდა "ოცნება" ემიგრანტების ხმის ჩასახშობად - "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის განმარტება

ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ...

პოლიტიკა 1730554768

ბექა ლილუაშვილი
ქვეყნის ფინანსური იზოლაციისა და სანქციების რისკი - არჩევნების გაყალბების შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზე

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერები აცხადებენ რომ  არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვე...

პოლიტიკა 1730554570

რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი
ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და არ გვაქვს წვდომა პირის სამართლებრივ სტატუსზე - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელ ალექსანდრ მალკევიჩზე  აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირ...

პოლიტიკა 1730554278

გაფრთხილება
"ეს არის ჯადოსნური დრო, ჩამოწერეთ ფურცელზე სურვილები…“ – ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „დღეს ახალმთვარეობაა, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ტრიმი მთვარეს და სატურნს შორის, რომელი...

ეს საინტერესოა 1730546100