ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღი საარჩევნო გარემო თავის მხრივ მშვიდ და თავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაში მდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა. ვიმსჯელეთ იმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ასეთი შემთხვევების პრევენციას, მეორე მხრივ კი კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის საერთაშორისო აიდეას დოკუმენტში, (International Idea) სადაც აღნიშნულია რომ 53 გამოკითხული ქვეყნიდან 92 %-ის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლი ცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ და დეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალური გარანტიები თანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ და მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში - როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის აპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკოსთან, რადგან იმ სავარაუდო უფლებადარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირების შესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხის შექმნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარ მელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე, წარმომადგენლები ლიკა წიკლაური და ნინო ათაბეგაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მესხი
პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა

 პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.   "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...

პოლიტიკა 1745520206

მაკრონი
"ერთადერთი აგრესორი არსებულ სიტუაციაში რუსეთია და ამერიკის რისხვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745512635

გზის გადაკეტვა გმირთა მოედანზე
"გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, ნაწილს შსს უარს ეუბნება საჩივრის დაკმაყოფილებაზე... როგორ ვასაჩივრებთ" - ნიკა სიმონიშვილის რჩევები

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...

პოლიტიკა 1745512091

ქარსელაძე სოხაძ
ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა - "ოცნების" მთავრობაში მას რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...

პოლიტიკა 1745510692

წილოსანი გელაძე
„შენ ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრობ, სამოთხეში მაინც ვერ მოხვდები და ეშმაკთანაც გაიფუჭებ საქმესო“ - რა ანეგდოტი გაახსენა ლაშა მგელაძე წილოსანის განცხადებამ

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...

სოცმედია 1745510452

სანქციები
"ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ... მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა" - ზახაროვა

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...

პოლიტიკა 1745510001