ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

უინსტონ ვოგელი

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს:

 "მიმართვა ქართველ ხალხსმიმართვა ბატონ ბიძინა ივანიშვილსმმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესრამდენიმე დღის წინ, Opera USA-ს სახელით, მე გავაგზავნე წერილი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჩვენს საპატიო ბორდში გაწევრიანების თაობაზე. ასევე მივმართე დირექტორთა საბჭოს წევრებს და აღვნიშნე, რომ ეს დიდი პატივი იქნებოდა Opera USA-ს 30-წლიანი ისტორიისთვის და მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო ახალი თაობის მომღერლებისთვის. ჩემს მოწვევაზე პასუხად საქართველოდან შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღე.როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული მომღერალი ციხეში იმყოფება. დეტალების განხილვის გარეშე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნიკალური ხმითა და კარიერით, არამედ გამორჩეული კეთილშობილებითა და ადამიანურობით. მრავალი წლის მანძილზე იგი იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. მას მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო, დაეხმარა არაერთ ახალგაზრდა მომღერალს და ინიციატორი და მონაწილე იყო მრავალ საქველმოქმედო პროექტისა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.წარმოუდგენელია, რომ ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში. როგორც გავიგეთ, მას დღემდე არ ეძლევა ოჯახის წევრებთან შეხვედრის, წერილის მიწერის და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ასეთი არაჰუმანური მოპყრობა დაუჯერებელია.ციხის მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი პირების იზოლაცია. ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ პაატა ბურჭულაძე ოდესმე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა თავისი ქვეყნისთვის? არა! დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ დაადასტურებს და ამ აბსურდს არც არავინ დაიჯერებს. მაშ, რა ხდება? რატომ ისჯება არტისტი, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და რომელსაც შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საუკეთესო პირობებში ეცხოვრა? იმისთვის, რომ დაბრუნდა საქართველოში, დადგა საკუთარი ხალხის გვერდით და იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის? შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელმაც ათწლეულ განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წინაშე საუკეთესო სახით წარმოაჩინა, ამისთვის იყოს დაპატიმრებული? მას დღესაც შეუძლია უზარმაზარი სარგებელი მოუტანს როგორც თავის ქვეყანას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.მე მჯერა, რომ ამ გაუგებრობიდან გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ ასევე მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კონგრესს პაატა ბურჭულაძისთვის დახმარების გაწევის თხოვნით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საკითხზე კონსტრუქციული დიალოგი პირველ რიგში საქართველოში დაიწყება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ პაატა ბურჭულაძის უზარმაზარი წვლილი ხელოვნებისა კაცობრიობის წინაშე გათვალისწინებული იქნება და იგი უახლოეს მომავალ გათავისუფლდება პატიმრობიდან. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ პაატასთვის, არამედ საქართველოს იმიჯისთვისაც. აუცილებელია, რომ ყველა გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები და იპოვნოს ამ სამარცხვინო გაუგებრობიდან ეფექტური გამოსავალი.პატივისცემით, უინსტონ ვოგელი Opera USA სამხატვრო ხელმძღვანელი" | ვკითხულობთ მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178