თსუ-ს საუნივერსიტეტო კლუბების წევრებმა ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრა გამართეს
საზოგადოება • 1721909182
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების - პოლიტიკური სკოლის, „ილიასა“ და „დავითის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თსუ პროფესორმა ნიკოლოზ სამხარაძემ საჯარო ლექცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები“ წაიკითხა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და საპარლამენტო დიპლომატია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი ესწრებოდა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
„სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე არა მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ვისაუბრე, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი გავაგრძელეთ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს პროექტებს, სიღარიბის დაძლევის საკითხებს. ძალიან დიდი და ფართო სპექტრი განვიხილეთ როგორც საგარეო ურთიერთობების, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების. მიხარია, რომ სტუდენტები ინფორმირებულები არიან, აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქვთ სურვილი, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, -აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
როგორც შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა საბა გოგიბერიძემ აღნიშნა, ლექციამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. „ბევრი კითხვები გვქონდა სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ევროინტეგრაციაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მივიღეთ, - განაცხადა საბა გოგიბერიძემ.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წევრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ მათთვის სასურველ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან – პოლიტიკოსებთან, სპორტსმენებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა.
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:,,დავოსში გაიხსნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. იყო დრო, როცა საქართველო ამ ფორუმის სუპერვარსკვლავი იყო. ეს იყო ჩემს დროს, როცა საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფო...
პოლიტიკა • 1768969974
ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...
პოლიტიკა • 1768968659
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082











