„თუ ნარკოტიკი გინდა, ყველა პონტში იშოვი, მაგრამ კუსტარულები ბრიდავს, ამიტომ უნდა იყოს ლეგალური. არ ვიცი, რაღაც გეტო გაკეთდეს… დღესდღეობით, კაცმა არ იცის, ვინ სად რას იღებს, სად დებს – ეს უფრო საშიშია“ - გიორგი ყიფშიძე
საზოგადოება • 1720698788

მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ახლახან ბიშკეკში ნარკოდამოკიდებულებაზე იმკურნალა YouTube არხზე გადაცემა – „შეუზღუდავი შესაძლებლობებში“ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და მიმდინარე საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.
როგორც ყიფშიძე აღნიშნავს, დღეს, მიწისქვეშა ნარკობაზარი მოქალაქეებზე დამღუპველად მოქმედებს და ხშირად, ლეტალურ შედეგებამდე მიჰყავს. მსახიობმა ამ კუთხით, კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვინაიდან ბაზარზე გაურკვეველი სუბსტანციები იყიდება, ხშირად ამას სრულიად „არაფერ შუაში“ ადამიანები ეწირებიან:
„თუ ნარკოტიკი გინდა, ყველა პონტში იშოვი, მაგრამ კუსტარულები ბრიდავს, ამიტომ უნდა იყოს ლეგალური. არ ვიცი, რაღაც გეტო გაკეთედეს, ვისაც გინდა თავი მოკვლა, აი იქ შედი და ნუ იბოდიალებ რა…
მაგრამ იქვე უნდა იყოს სამედიცინო დახმარება, სუფთა ნემსები. კომფორტი უნდა იყოს თავის მოკვლის, თუ გინდა, მაინც და მაინც, მაგრამ ახლა, დღესდღეისობით, კაცმა არ იცის, ვინ რას იღებს, სად იღებს, სად დებს და ეს უფრო საშიშია.
შეიძლება [ადამიანი] საერთოდ არ თვლის, რომ ნარკომანია, ერთხელ მოუნდა რაღაცის გაყნოსვა და დაუდეს, რომ გაყნოსა და მოკვდა. რაღაცა მოეჩვენა, გადახტა, თავი მოიკლა…
გიორგი ყიფშიძე „იუთუბ“-გადაცემის „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მეორე შანსზე ისაუბრა.არ იყო ნარკომანი, მაგრამ ისეთ საშინელება რაღაცებს უდებენ, რომ თუ უნდა მოხარშავს „კრაკადილს“; „ვინტს“, ცუდად მოხარშავს, კარგად, არავინ არ იცის და შეეწირება აბსოლუტურად არაფერ შუაში ადამიანი“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358