„უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს რომან გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა“ - ნოდარ ჯავახიშვილი

საზოგადოება 1695634555    221

ნოდარ ჯავახიშვილი

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ კუპონის კატასტროფული გაუფასურება და ეროვნული ბანკის დაცემა ნოდარ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, რასაც ჯავახიშვილი სიცრუეს უწოდებს.

როგორც იგი Business Insider Georgia-თან აცხადებს, კუპონიზაცია სწორედ რომან გოცირიძის სახელთან არის ასოცირებული და ახლა ცდილობს, სხვას გადააბრალოს, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორებულია.

,,არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიმყოფებოდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ინფორმაციის გადამოწმება, ზოგს ფაქტები შეიძლება ახლაც ახსოვდეს. გადაამოწმონ ფაქტები, სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით.

არ ვჩანვარ საზოგადოებრივ ასპარეზზე და მაინც არ მეშვება! უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა. ახლა აღმოჩნდა, რომ კუპონი ჯავახიშვილმა გამოუშვა, ლარი - გოცირიძემ, ეს არის სიცრუე!

ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოებას ხანმოკლე მეხსიერება აქვს. თუკი ვინმეს აქვს ბუნდოვანი და საეჭვო წარსული, გოცირიძეა, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რესურსს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ესეც ფაქტია!

მძიმე დროება გამოვიარეთ, როცა არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა, რადგან არავინ იცოდა, რა ფასად გაეყიდათ პროდუქტი, ისე იცვლებოდა კუპონის კურსი. მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ, იმიტომ მომიყვანეს ეროვნული ბანკის სათავეში, სხვა ვერ უშველიდა ქვეყანას, რაც შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა. ჩემი პროფესიონალიზმის გამო აღმოვჩნდი სებ-ის სათავეში და არა ვინმეს რეკომენდაციით.

ტყუილია, რასაც გოცირიძე ამბობს! როდესაც ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე ვმუშაობდით, ის საერთოდ არ ჩანდა საქართველოში ასპარეზზე და არავინ ეკითხებოდა. ახლა საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, რომან გოცირიძემ სულ ცოტა ხნის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკში ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობის პერიოდი უმძიმესი იყო სებ-ისა და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის.

,,ჯავახიშვილის დროს მოხდა მაშინდელი ეროვნული ვალუტის, კუპონის კატასტროფული გაუფასურება, ერთი დოლარი 3 მილიონი კუპონი გახდა და ინფლაციამ რამდენიმე ათას პროცენტს მიაღწია. მისი მმართველობა კორუფციული სკანდალებითაც იყო გამორჩეული, რომელიც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების განიავებას უკავშირდებოდა", - განაცხადა გოცირიძემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისმერიასა დაშპს „ბიზნესცენტრმოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყ...

საზოგადოება 1701856018

შეზღუდვა
თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრ...

საზოგადოება 1701855892

კალაძეე
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით

„პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს“, - თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუ...

პოლიტიკა 1701855755

თეგეტა
"თეგეტამ" "გალტ & თაგარტის" მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა

,,თეგეტამ” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭრით, 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტიმულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის განთავსებასრულად და წარმატებით დაასრულა. გალტ & თაგარტი არის ამ გარიგების ექსკლუზიური ო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701855608

ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს - „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ სურდა კანდიდატის სტატუსის მიღება

„ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება“ - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავ...

პოლიტიკა 1701855383

კალაძე
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდო...

საზოგადოება 1701855242