ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

ვარკეთილი ავტობუსი

11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან,  - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.

„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებელობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხერხემლის თიაქარი
თიაქარი და ტრაქციული თერაპია – რას უნდა ელოდოთ?

ხერხემლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვასა და ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაძნელებას. მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს როგორც...

საზოგადოება 1784289600

მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999