„ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით!“ – მოკლული მასწავლებლის დედა
საზოგადოება • 1768110918
“ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან, ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა წერს და გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს კიდევ ერთხელ მიმართავს.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით არ შემოიფარგლება.
ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! ნუ შეეწირებით! – წერს ავალიანის დედა.
“მადლობა თითოეულ თქვენგანს!♥️
ამ დრომდე ვერ მოვახერხე თქვენთვის მომემართა. ბოდიში!
მადლობა, რომ ჩემს გვერდით იდექით როგორც ჩემი თანაბარი, როგორც დედა და მამა, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის და თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად!
იდექით თქვენს შვილებთან ერთად!
მაძლიერებს ჩემი შვილისთვის შეწუხებული თქვენი სახეები. მადლობა!
გუშინ ბრძოლის სხვა ველზე ვიბრძოდი. მკვლელებს და პროკურატურას ჰგონია მარტო ქუჩის აქციებით შემოვისაზღვრები; ჩემთვის ეს აქციები ყველაზე მძლავრი და ღირებულია; მადლობა რომ ამ აქციებში მარტო არ მტოვებთ; მაგრამ, მე მაქვს გაწერილი სტრატეგიული გეგმა და მიზანს აუცილებლად მივაღწევ.
ყველა, აბსოლუტურად ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვისაც კი გიგასთან იოტისოდენა შემხებლობა აქვს!!!
თქვენ, ჩემი ერთგული თანამებრძოლები ხართ, ამიტომ ამ სააქციო ბრძოლის გეგმებს გზადაგზა მოგაწვდით.
მე შევიტანე რამდენიმე განცხადება და საჩივარი:
1) განცხადება სასამართლოში, გაბაშვილი/რიკაძის საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე.
2) საჩივარი პოლიციის უფროსის, იაგო ტალახაძის წინააღმდეგ.
3) საჩივარი საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ.
4) საჩივარი მკვლელობის დამკვეთ,
ნ ი ა იმნაძის წინააღმდეგ.
5) განცხადება ნასყიდაშვილი/ჩიქოვანის საქმეზე დაზარალებულად ცნობის და საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე.რამდენჯერმე გავაჟღერე და ალბათ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, ჩემი დედიკოს უახლოესი მეგობრის შვილია. მე ბოდიშს ვუხდი ჩემი/ჩვენი დედების სულს, მაგრამ უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ! რადგან უკან ჩემი ღირსეული შვილის საფლავია, წინ კი ბინძური პროკურატურა და პირსისხლიან მკვლელთა ბრბო! მე არ გადავაბიჯებ ჩემი ღირსეული შვილის საფლავს.ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან!ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან, ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან!!!მე ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! სრულად ვაცნობიერებ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ჩემს სიძლიერეს!!!მე ვიცავ სპეტაკ, უმიზეზოდ, სადისტურად მოკლულ შვილს, თქვენ გიწევთ დაიცვათ მკვლელთა ბრბო და უგუნური პროკურორები!ნუ შეეწირებით!!!!არ დაუშვათ, რომ ვიყოთ ან მე, ან თქვენ, ვიყოთ ჩვენ!მე, ამ ბრძოლაში არჩევანი დავუთმე ჩემს სახელმწიფოს და მჯერა სახელმწიფო გონიერების!არადანი ჩემია!თუ სახელმწიფო არჩევანს სწორად არ გამოიყენებს, მე არადანის შანსს ხელიდან არ გავუშვებ!ადამიანის ხორცს შევჭამ ჩემი შვილისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










