„ვერავინ უბედავდა დედას იმის თქმას, რომ ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თბილისში გარდაცვლილი ნახეს
საზოგადოება • 1731472137
"მთელი სოფელი დასტირის ლაშას... ვერავინ უბედავდა დედას იმის თქმას, რომ ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს" - რას ჰყვებიან ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში გარდაცვლილი ნახეს
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგონა სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირებაა, სოციალურ ქსელში კი მეგობრები სხვა ვერსიასაც განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ტრაგედიის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია ყოფილიყო.
ჩვენ დავადგინეთ გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა, ის 23 წლის ლაშა მინდელია. მისი ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ახლა რამდენიმე წელია რაც ლაშა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის თბილისში მუშაობდა და ეს ბინაც, სადაც ცხედრები იპოვეს მას ჰქონდა ნაქირავები.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გვიან ღამით ლაშა მინდელის ცხედარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში გადაასვენეს, სადაც მისი დედა ცხოვრობს.
როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ლაშა დედისერთა იყო. დედა ამ ერთადერთ შვილს თავს დასტრიალებდა.
"ძალიან მძიმე ამბავია. მთელი სოფელი დასტირის ლაშას და ვიწვით მისი დედის საცოდაობით. ერთადერთი შვილი ჰყავდა დედას, ლაშა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. მუშაობდა თბილისში და ნაქირავებში ცხოვრობდა. რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, არ ვიცით. დედამ მარტო გაზარდა, ქუთაისში ცხოვრობდნენ, მერე როგორც ვიცი, იქ ბინა გაყიდეს, გეგუთში ჰქონდათ სოფელი და აქ გადმოვიდა დედამისი საცხოვრებლად.
ვერავინ უბედავდა დედას, რომ ეს საშინელი ამბავი ეთქვა მისთვის. ჯერ უთხრეს ლაშა დაჭრესო, მერე კი გაიგო, რა უბედურებაც სჭირდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა აღარ არის, დედის იმედი. დღეს მოასვენეს. ლაშა წლებია წლებია, თბილისშია, დედამისიც გარკვეული პერიოდი თბილისში მუშაობდა, მაგრამ მერე სოფელში ჩამოვიდა.
ლაშაც ჩამოდიოდა ხანდახან, მაგრამ ძირითადად მუშაობდა და დრო არ ჰქონდა. მაგის მეტი არავინ გააჩნდა დედამისს, ისე მეცოდება გული მეწვის მისი საცოდაობით. არც მშობლები ჰყავს ცოცხალი, არც ძმა, ამ ერთადერთი შვილის იმედად იყო და ეს ტრაგედიაც დატრიალდა, მიზეზი არ ვიცით რა იყო. გოგო ვინ იყო, არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, როგორც ამბობენ, მეგობარი იყო. ლაშა დაოჯახებული არ ყოფილა. გაგვანადგურა ყველა ამ ამბავმა" - ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












