VIDEO: „ადამიანის სულის თავგადასავალი - საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი… მტკივნეული პროცესი“ - თეო იოსელიანის რომანი „ორ სამყაროს შორის“

tea ioseliani

“გურიის მოამბეს” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ  იმყოფება, რამდენიმე თვის წინ მისტიკური რომანი – “ორ სამყაროს შორის” – გამოსცა.

“მე ორჯერ დავიბადე და მეორედ დაბადებისას ჩემი ყოველი დღე ჰგავდა მისტიკური წიგნის სიუჟეტს, რომლის მომდევნო ფურცელი უფრო და უფრო საინტერესოდ იკითხებოდა. ეს ნამდვილად იყო საჩუქარი სამყაროსგან, რომელმაც 21-ე საუკუნეში შეხვედრა მომიწყო საკუთარი სულის წინა ცხოვრებასთან. ახალი ცხოვრების დასაწყისიდან ზუსტად 9 თვეში, სულის კარნახით დაიწერა წიგნი გაჯერებული სიურეალიზმითა და მისტიკით, სადაც სულის სარკმლიდან პარალელურ სამყაროში მოგზაურობა და წარსულთან შეხვედრაა აღწერილი.…”- წერს ავტორი.

"ეს წიგნი, სულთა ტრანსმიგრაციის შემოქმედებითი ნაყოფია. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც  თანამედროვე ოკულტური სისტემების ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას, რეინკარნაციას, ამ დოზით წარმოადგენს, რომელიც, სხვათა შორის უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და თვით ქრისტიანობისთვისაც არ იყო უცხო.

პერსონაჟების ტრაგიკული ისტორიის კითხვას ლაიტმოტივად გასდევს ჩვენი, ადამიანების, ამ ქვეყანაზე მოვლინებული და თითოეულ ჩვენგანზე დაკისრებული მისიის შეცნობის სურვილი.

ადამიანური ისტორიები, სიყვარულის, ოჯახური ცხოვრების არა ტრადიციული გაგება და ალბათ კიდევ - „ღრმა კოსმიური მგრძნობელობა“ ხდის ამ ნაწარმოებს საინტერესოს,  ერთი შეხედვით  „უცხოს“(არაკლასიკური მისტიკის) და დაპყრობითს" 

"ეს ადამიანის სულის თავგადასავალია - სულის რეინკარნაცია, დროში მოგზაურობა, საკუთარი თავის შეცნობისა და ძიების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი.დამაინტრიგებელი ფაბულაა - თანამედროვე,  XXI საუკუნის გერმანიაში მცხოვრებ  ქალს " კადრები ეხსნება" და მკაფიოდ ხედავს საკუთარ წინარე ცხოვრებას XIX საუკუნის  ინგლისში. დამაჯერებლად, მხატვრულად, სტილიზებულად ცოცხლდება ორი საუკუნის წინანდელი რეალობა, რომანის კითხვის პროცესში არ მშორდებოდა განცდა, რომ კოსტიუმირებულ ფილმს ვუყურებდი, რადგან ყველა დეტალი, პერსონაჟთა მეტყველების მანერა, სივრცული გარემო, ურთიერთობის კულტურა დამაჯერებლობას სძენს მონათხრობს.

შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს მისტიკური რომანი მრავალშრიანი ნაწარმოებია და უამრავ პრობლემაზე დააფიქრებს  ადამიანს" - ვკითხულობთ, წიგნზე დაწერილი რეცენზიებიდან.

იხილეთ ვიდეო აქ: ფეისბუკგვერდზე : წიგნი ერთ წუთში 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014