ვიდეო - ქრისტინე იმედაძის ტრაგიკული პირველი სიყვარულის ამბავი
საზოგადოება • 1695107241 251

„ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა.. ავარია ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული..“ – საბედისწერო ზარი და ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული
მომღერალი ქრისტინე იმედაძე გადაცემას „ია ფარულავას კონვერტი“ სტუმრობდა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი პირველი სიყვარული – სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ქრისტინე იმედაძის თქმით, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები, რომელსაც დღესაც ვერ ივიწყებს.
„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, ქასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..
ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..
უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რუსეთთან ახალი რეგიონების გაერთიანების დღის აღნიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთში ახალი დღესასწაული 30 სექტემბერს აღინიშნება. შესაბამ...
მსოფლიო • 1695960264

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 სექტემბერს - ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი - 2.6832;1 ევრო - 2.8270;1 ფუნტი - 3.2719;1 ლირა კი 0.0979 ლარი ეღირება.
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695959978

დავით ზურაბიშვილი: “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....
სოცმედია • 1695959825

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...
პოლიტიკა • 1695959631

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...
პოლიტიკა • 1695959507

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას? 10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...
პოლიტიკა • 1695959362