ვინ არის პასუხისმგებელი ზუგდიდში ტყუპი არასრუწლოვნების სიკვდილზე - ომბუდსმენმა საქმის მოკვლევა დაიწყო

დამწვარი ტყუპი

ვინ არის პასუხისმგებელი ზუგდიდში ტყუპი არასრუწლოვნების სიკვდილზე? სახალო დამცველის ოფისში ცოტა ხნის წინ "პირველებს" დაუდასტურებს, რომ შესწავლა უკვე დაიწყეს, მათ შორის, იკვლევენ იყო თუ არა შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება.

 

ომბუდსმენის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ამბობს, რომ ზრუნვის სააგენტოდან ოფიციალურ ინფორმაციას გამოითხოვენ, რათა დაადგინონ, აქცევდა თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამის ყურადღებას. მისი თქმით, ინფორმაციას გამოითხოვენ შსს-განაც.

 

კვლევის პროცესში ჩვენ ასევე გავაანალიზებთ მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვების ოჯახში რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სახელმწიფომ ბავშვების ოჯახში რეინტეგრაციაზე გადაწყვეტილება. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში თუ დაინახავს, რომ არასათანადო ღონისძიებები იქნა მიღებული, რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფოს და შესაბამის უწყებებს. თუნდაც ამ შემთხვევის შესწავლის შედეგად რაიმე დამატებითი საჭიროება გამოიკვეთება სახელმწიფოს მხრიდან გადასადდგმელი ნაბიჯების, რაზეც როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახალხო დამცველის აპარატი და თავად სახალხო დამცველი მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარება არის საჭირო, რეკომენდაციას გასცემს ამ მიმართულებით, - მაბობს ირინე ჩიხლაძე.  
ზუგდიდში დაღუპულ 6 წლის ტყუპებს გლოვობენ. ძმებმა სახლში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს და გარდაიცვალნენ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი და ძმა, რომლებმაც ალმოდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს.

ირკვევა, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა. დედა, რომელიც 4 შვილს ინახავდა, ამ დროს სამსახურში იყო და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბაშვო ველოდისიპედები - საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის
საბავშვო ველოსიპედები – საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის

რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781262175

ორთოპედიული პროდუქტები
ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...

ჯანმრთელობა 1781261876

ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494