„ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ... გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ“ - მეუფე იაკობი
საზოგადოება • 1778062029
ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან, გაერთონ... გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოფოსმა, მეუფე იაობმა დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას თქვა.
მაღალი იერარქი ირწმუნება, რომ პატრიარქის არჩევნებში არც შიგნიდან და არც გარედან არავინ ერევა - "ყველაფერი მიდის მშვიდობიანად".
უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია - თქვა დღეს ეპისკოპოსმა.
მეუფის განცხადებით, სინოდის წევრები მალე დაასახელებენ კრების ჩანიშვნის თარიღსაც, სადაც მისი თქმით, ახალ პატრიარქს აირჩევენ.
ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.
სანამ გამოვარჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. ვერ გაამტყუნებთ მათაც, რაღაც თემის აწევა უნდათ, მერწმუნეთ, რომ გუშინ ლოცვას ძლივს ჩამოვასწარი, ვამზადებთ მაგ იმას... შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს. შიგნიდან რომ უნდოდეს ჩვენს წევრს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს - ქვეყანა იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორე გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მხარე მაინც იტყოდა.
ყველაფერი მიდის ნორმალურად, მალე ალბათ კრების თარიღსაც გადავწყვეტთ როდის იქნება, გამოვარჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. ყველას მოსაწონი რა ვიცი ახლა... მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე დ აარა ის, მე ის მომწონს, მე ის. უძლურები არ გეგონოთ, უწმინდესმა თავის სიცოცხლეში გვასწავალა, როგორ იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვირჩევთ, უფლის ნება როგორც იქნება ისე იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ერთად წინსვლას. არ ინერვიულოთ, მკითხავებივით არიან, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა და როგორ ხდება, მშვიდობაა რა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოებს რა დალევს, არც ეკლესიაში არ დაილევა და არც გარეთ არ გვაკლია.
ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ. ისე არაა, უცხოეთში წახვიდე და უთხრა, ლეგიტიმაცია შენ მოგვეციო, ჩვენსაც ჩვენს გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის ჩავრევთ, არ ინერვიულოთ. უმრავლესობასთან ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ რომ ერთობით და ერთსულოვნად არც თქვენ დაგწყვიტოთ გული და არც ღმერთს. ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ. დანარჩენი ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორებთან გაერთონ... გადაწყვეტილებას ღმერთთან ერთად ჩვენ მივიღებთ", - თქვა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, გუშინ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე ისაუბრა კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე და თქვა ისიც, რომ პატრიარქის მოსაყდრე საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








