"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

ლალი მოროშკინა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

„და განა ამათ შეეძლოთ დიდი ქართული სუფრული ერთობისა და ბედნიერების ჩაშლა? კარგით რა... მე 8 წელია კახეთში ვარ... ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე. მიყვარს მოყვასი, ვლოცულობ, ვზრდი ახალ თაობას, ბევრს ვმუშაობ და ვაღიარებ, რომ მაქვს ერთი დიდი ცოდვა — ვერ ვპატიობ ღალატს...

დღეს ვმასპინძლობდი შეშინებულ, ნაცემ, ბავშვურ სილაღეშერჩენილ უკრაინელ და რუს გოგონებს, რომლებიც საქართველოზე მოყოლილი თითოეული ისტორიის ფინალში ტიროდნენ. ერთმანეთის მონაცვლეობით, უკრაინულ-რუსულად თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ... რა სამწუხაროა, რომ ადვოკატის გარეშე ვერც კი გადაადგილდებიან. ე შ ი ნ ი ა თ...

მათი ადვოკატი ლალი აფციაურია. ეს ის ლალი აფციაურია, რომელთან ერთადაც ორმა ქალმა (არ ვამეტებ) 2011 წელს გლდანის ციხის ბუნტი ჩავახშეთ... ალბათ კარმულია ჩემი და ლალის შეხვედრა კონფლიქტის დროს... არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ უზრდელი ადამიანები ან აგენტურული ქსელის ოფიცრები...

P.S. „დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა...“ არადა, სტუმრად 5 შეშინებული სლავი გოგო მყავდა...“ — წერს ლალი მოროშკინა.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

  • გავრცელებული ინფორმაციით: ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს.

  • ამის შემდეგ მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

  • მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს და ამტკიცებდნენ, რომ ქართველი კაცი მათ თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400