ზედაპირზე გამოვლენილი უსწორმასწორობის შესაბამისად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა

ვარკეთილის მეტრო

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სრულად რეაბილიტირდება და განახლდება აღნიშნული სადგურის ზედა ვესტიბიული, საესკალატორო გვირაბი, ქვედა ბაქნის ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა.

 

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ქვედა ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტის ფილების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ განახლდა ჭერის პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

 

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კავალი
იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელი, რობერტო კავალი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Corriere della Sera. მოდის ცნობილი დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგ...

მსოფლიო 1712981580

ხმალაძე
"გადმოთარგმნილი ტექსტი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა „ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს - ვახტანგ ხმალაძე

"დღეს მეგობარმა მითხრა, რომ რუსეთის დუმის ვებგვერდიდან აიღო 2012 წელს მიღებული ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“ (ეს კანონი შემდეგ გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც და დაწესდა მკაცრი სანქციებიც), ინტერნეტ-ტრან...

სოცმედია 1712980500

ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940

ჯანგირაშვილი
"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავი...

სოცმედია 1712954100

გოგოტიშვილი
"აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები..." - თენგო გოგოტიშვილი

"საქართველოში ათობით ათასი ლაზარეა - ვის დასაჭერადაც ბორიას ხელები ექავება. და აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები" წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოცმედია 1712953680