24 წლის ქალი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის ქალიი

თბილისში  ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, აისუნ გულიევა, მარნეულიდან იყო და თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში მისმა მეგობარმა აღმოაჩინა.

ოჯახის წევრები "პირველებთან" მოვლენებს ქორონოლოგიურად იხსენებენ. ამბობენ, რომ გუშინ საღამომდე თბილისში გოგონასთან იმყოფებოდნენ, საღამოს კი, როდესაც მარნეულში წავიდნენ, მათ დაუკავშირდა აისუნ გულიევას მეგობარი და უთხრა, რომ ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა, რადგან კარს არავინ უღებდა. ოჯახის წევრების თქმით, უკან, თბილისში დაბრუნდნენ და ბინაში შესვლა პოლიციის დახმარებით შეძლეს, სადაც უკვე გარდაცვლილი გულიევა ნახეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, რა მოხდა აისუნ გულიევას გარდაცვალების მიზეზი.

ღამე იქ ვიყავით, რომ წამოვედით, პოლიციამ დაგვირეკა,მეორე გოგო, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა, სახლში ავიდა, კარი ვერ გააღო, კორპუსის დაცვა აიყვანა და ბოლოსპოლიციას გამოუძახეს. აბაზანიდან მუსიკის ხმა ისმოდა. რომ შემოვიდა პოლიცია, გოგო მკვდარი იყო. არ ვიცით რა მოხდა. ახლა ერთადერთი გზაა, ექსპერტიზას დაველოდოთ, - ამბობს ოჯახის წევრი. 

გუშინ საღამოს პოლიციას უპოვია სახლში. კარი ჩაკეტილი იყო, პოლიციამ შეამტვრია და ცხედარი იპოვეს. ამბობენ, თავი მოიკლაო, მაგრამ არ გვჯერა და ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, - ამბობს კიდევ ერთო ნათესავი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178