ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა
შემთხვევა • 1784964955
ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 პირმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოყირავდა, ხოლო მსუბუქი ავტომობილი ხელოვნების უნივერსიტეტის შენობის კედელს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით ტურისტული ჯგუფი გადაადგილდებოდა — მასში მსხდომი პირები ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ. ორივე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










