“ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…” – ისანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
შემთხვევა • 1759576451
თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
“დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ” – გვითხრა ადგილობრივმა.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა “არქის” კორპუსის მე-20 სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
“02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი” – ყვება ადგილობრივი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...
სამართალი • 1791396248
საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...
საზოგადოება • 1791379800
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...
კრიმინალი • 1791369982
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...
საზოგადოება • 1791368400









