„დედას ვიცნობთ, სკოლაში აკითხავდა, არაფერი საეჭვო ჩვენ არასოდეს შეგვიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო“ - გეტას საჯარო სკოლის დირექტორი
შემთხვევა • 1780302654
ბოლნისში დედის მიერ მოკლული 7 წლის ბავშვი ფარუხ ახმედოვია, დედა კი აზერბაიჯანის მოქალაქე სვეტლანა ახმედოვაა | ინფორმაციას Ambebi ge ავრცელებს. მათივე ცნობით, მოკლული ბიჭის მამა საქართველოს მოქალაქეა
"ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ფარუხი, ჩვენი სკოლის მოსწავლეა, შვიდი წლის. გუშინ კვირა იყო და სახლში იყო ბავშვი, იქ მოხდა ეს ამბავი. ფარუხი მეზობელი სოფლიდან დადიოდა ჩვენთან, ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა, მის დედას ვიცნობთ, სკოლაში აკითხავდა, არაფერი საეჭვო ჩვენ არასოდეს შეგვიმჩნევია. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ყოჩაღი, არ ვიცით რა მოხდა, რატომ გაიმეტა შვილი მოსაკლავად. ახლა გავიგეთ ეს ამბავი. როგორც ვიცით, ბავშვი დედას მოუკლავს, შესაძლოა მიზეზი მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყოს, სხვანაირად ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლა შვილი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცით. აზერბაიჯანის მოქალაქეა დედა, სვეტლანა ახმედოვა, ბავშვის მამა საქართველოს მოქალაქეა. კიდევ ჰყავთ ბიჭი და გოგო როგორც ვიცი. სხვას ვერაფერს გეტყვით. ძალიან განვიცდით მომხდარს" | ამბობს გეტას საჯარო სკოლის დირექტორი Ambebi ge-სთან
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი გუშინ მოკლა. ის უკვე დაკავებულია. 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დაიწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












