გამოსახლება შანახაიზე - ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლით იმუქრებოდა
შემთხვევა • 1694682128 902

არსებული ინფორმაციით, თბილისში, შანხაის ქუჩაზე გამოსახლების დროს, ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლით იმუქრებოდა.
მაღალაშვილის ქუჩის 8 ნომერში პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო იყო მობილიზებული.
აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალაშვილის ქუჩაზე ნაღმის არსებობა არ დადასტურდა, ბინაში მცხოვრებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, გამოსახლება გაგრძელდა:
"ჩვენ როცა აქ მოვედით მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი." განაცხადა პაატა შამუგიამ.
ბინაში მყოფი პირის, გიორგი ფიფიას ადვოკატის ინფორმაციით, ფიფია შეუძლოდ გახდა:
"რა თქმა უნდა არავითარი ნაღმი არ იყო იქ, გიორგი ფიფია ცუდად გახდა და სასწრაფო დასჭირდა. სასწრაფოსთან ერთად შიგნით შევიდნენ და დაიწყეს გამოსახლება. ასეთი ცრუ განცხადების საფუძველზე, ერთადერთი თავშესაფარი მისი არის ციხე. სხვა წასასვლელი არა აქვს" ამბობს ადვოკატი.
სასამართლო დავა ორ მხარეს შორის, 2019 წელს დაიწყო 2020 წელს მოსამართლემ ფიფიას გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც დღეს გამოსახლების პროცესი დაიწყო.
მეორე მხარე თეთრიწყაროს მერის ყოფილი პირველი მოადგილე, დევი დევიძეა. ფიფიას საცხოვრებელი სახლი მის მფლობელობაში გადავა.
შეგახსენებთ, 112-ში, ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია შანხაის დასახლებიდან, მაღალაშვილის ქუჩიდან შევიდა, სადაც გამოსახლება მიმდინარეობდა. თავდაპირველად არსებული ცნობებით, ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლის გამოყენებით იმუქრებოდა.

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633

ყველას, საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავ...
პოლიტიკა • 1695894231