მძიმე ავარია და ხანძარი ნიუ-იორკში: დაკავებულია 27 წლის ქართველი მძღოლი

ხვიჩა მალაკმაძე აშშ

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მედფორდში მომხდარმა მძიმე ავტოკატასტროფამ და შეჯახების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ორი ადამიანი დააზიანა, გაანადგურა რამდენიმე სატვირთო ავტომობილი და გარემოსდაცვითი პრობლემები შექმნა.

ამერკული მედიის ცნობით, ინციდენტი პეკონიკ-ავენიუზე, 31 ივლისს, პარასკევს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ავტომობილების გადამზიდი  ძლიერად შეეჯახა კომპანია „Star Ready Mix Incorporated“-ის ბეტონმზიდს, რომელიც საწარმოს ტერიტორიიდან გამოდიოდა.

შეჯახებას მყისიერად მოჰყვა ძლიერი აფეთქება და ხანძარი. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ უშუალოდ ავარიაში მონაწილე ტრანსპორტის გარდა, ეზოში გაჩერებული კიდევ ორი სატვირთო ავტომობილიც დაიწვა.

ავარიის შედეგად ორივე მძღოლი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ავტომობილების გადამზიდის მძღოლი — 27 წლის ხვიჩა მალაკმაძე, რომელიც პენსილვანიის შტატში ცხოვრობს.

პოლიციის ცნობით, მალაკმაძეს ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის (DWAI) წაუყენეს. გამოძიება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ნივთიერება აღმოაჩნდა მძღოლს.

კომპანია „Star Ready Mix Incorporated“ აცხადებს, რომ ხანძარმა საწარმოს მძიმე მატერიალური ზიანი მიაყენა, რამაც შესაძლოა მათი საქმიანობის შეჩერება გამოიწვიოს.

ავარიის შედეგად ავზებიდან დაახლოებით 70 გალონი (265 ლიტრი) დიზელის საწვავი დაიღვარა, რამაც ოთხი სანიაღვრე ჭა დააბინძურა.

ადგილზე მობილიზებული იყო ნიუ-იორკის შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტი. სპეციალურმა ჯგუფებმა შაბათ დილამდე იმუშავეს საწვავის ლიკვიდაციაზე. სააგენტოს განცხადებით, სასმელ წყალსა და ახლომდებარე წყალსაცავებს საფრთხე არ ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400