პოლიციის ადევნების შემდეგ, ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა და 3 ადამიანი დაშავდა - რა მოხდა აღაიანში

აღაიან

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ავტომობილის ადევნება ავარიით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევვარდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაციისთვის ამზადებენ.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივები "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვებიან. 

ერთი ხმა კი გავიგე და მე ვთქვი, მგონი, დიდ კარებს დაეჯახა რაღაცას. მანამ გავედი, უკვე ქვეყანა ხალხი იყო. თქვეს პატარა ბალღები იყოო. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ, ბევრი პოლიციაც იყო. ისეთი განათებული იყო გზა, სულ ინსპექტრები იყვნენ, - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილამდე მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადება შსს-მ გაავრცელა. უწყება წერს, რომ საპატრულო ეპიკაჟმა თავდაპირველად KIA-ს მარკის ავტომობილი ციხისძირში შენიშნა და მას გაჩერებისკენ მოწუოდა, თუმცა ოპლიციის მოთხოვნას ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა. უწყების ცნობითვე, მას შემდეგ, რაც ავტომობილის სანომრე ნიშნის იდენტიფიცირება მოხდა, საპატრულო ეკიპაჟი მანქანას ჩამოშორდა, თუმცა მოგვიანებით უკვე სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევას წააწყდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355