პოლონეთში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემთხვევა • 1777609951
პოლონეთში სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლულიამამაკაცი თელავის მკვიდრი, 37 წლის გიორგი ჭილაშვილია. საქმეზე ორი პირია დაკავებული. მათ სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, გორჟოვის პოლიციამ 25 აპრილს შეტყობინება მიიღო ქუჩაში მწოლიარე მამაკაცის შესახებ, რომელიც აღარ სუნთქავდა. ადგილზე მისულებს ის გარდაცვლილი დახვდათ.გამოძიების ვერსიით, ინციდენტამდე ორი მამაკაცი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის შემდეგაც ისინი გამვლელს, გიორგი ჭილაშვილს თავს დაესხნენ. ოფიციალური ინფორმაციით, კაცს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თავში, მუშტები და ფეხები დაარტყეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.გარდაცვლილის დედა, მზია ჭილაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიწვდილი ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 8 პირი მონაწილეობდა.მისივე თქმით, უკვე მიმართა პოლონეთში საქართველოს საკონსულოს, რადგან მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.გიორგი ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.„მთავარი ამბები კახეთიდან“
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








