რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა — სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
შემთხვევა • 1792534429
სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთავის მოსახლეობას უპატრონო ძაღლში ცოფის შემთხვევის დადასტურების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს ყველას, ვისაც ცხოველთან კონტაქტი ჰქონდა, დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
უწყების ცნობით, რუსთავიდან თბილისის ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლი მოკვდა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად პათოლოგიურ მასალაში ცოფი დადასტურდა (ოქმი №10367/1).
მოქალაქის განმარტებით, მან შავი ფერის ძაღლი 8 ოქტომბერს, რუსთავში, ლეონიძის სკვერში იპოვა და იმავე დღეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს:
ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან (რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული), დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან რაბიოლოგს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს:
„ზოოპლაზა“ (თბილისი, კოსტავას ქუჩა); „ვეტჰაუსი“ (თბილისი, მიცკევიჩის 70); „ვეტ სითი“ (რუსთავი).
კლინიკების პერსონალმა სამედიცინო დაწესებულებებს უკვე მიმართა. აღნიშნულ ობიექტებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უსაფრთხოების ღონისძიებები.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










