სამგორის რაიონში, ველის სასაფლაოსთან ძაღლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს -1 ნოემბერს კანცელარიასთან აქცია დაანონსდა
შემთხვევა • 1793464966
ისანი-სამგორის რაიონში, ველის სასაფლაოსთან ცხოველთა დამცველებმა ძაღლების რამდენიმე საერთო სამარხი იპოვეს. უფლებადამცველების განცხადებით, დამარხულ ცხოველებს ყურზე მოხსნილი ნაჭდევის კვალი ეტყობათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ აყვანილი ძაღლები იყვნენ.
ცხოველთა დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ძაღლები განზრახ არის დახოცილი და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის სასწრაფო, ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. აქტივისტებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები პერიმეტრს ამ წუთებში სწავლობენ.
ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, უფლებადამცველები და მოქალაქეები შეკრებას გეგმავენ. საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 1 ნოემბერს, 18:30 საათზე დაიგეგმა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










