საქართველოდან მიმავალი ავტობუსის მძიმე ავარია რუსეთში - დაღუპულია 6 და დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი (ფოტოები)
შემთხვევა • 1788108688
სტავროპოლის მხარეში, ჟელეზნოვოდსკის რაიონში, ფედერალური ავტომაგისტრალ „კავკაზის“ მე-3 კილომეტრზე, 30 აგვისტოს ღამით მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 01:00 საათზე, ავტობუს „Setra“-ს მძღოლმა, რომელიც მარშრუტზე „საქართველო — მოსკოვი“ გადაადგილდებოდა, სიჩქარეს გადააჭარბა, დისტანცია ვერ დაიცვა და წინ მიმავალ „კამაზის“ მარკის სატვირთოს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა. ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად 5 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით კიდევ ერთი დაშავებული პიატიგორსკის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ამრიგად, დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
სტავროპოლის საგზაო ინსპექციის ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 11 ბავშვი და მოზარდია. სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის განცხადებით, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან. დაშავებულთა დასახმარებლად სტავროპოლიდან დამატებითი სამედიცინო ბრიგადები გაიგზავნა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










