სისხლიანი დაპირისპირება კლინიკაში - 71 წლის ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელი დაჭრა

შემთხვევა 1659757147    298

ყვითელი ლენტი

ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკა ,,კანვენში" მომხდარი სისხლიან დაპირისპირებაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორს, გიორგი გალდავას,  ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ამავე კლინიკის დერმატოლოგ-ვენეროლოგმა, 71 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ, მიაყენა.

ტვ პირველმა გაარკვია, რომ სისხლიანი დაპირისპირება ბეჟანიძის კაბინეტში მოხდა. თუმცა, რამ გამოიწვია მკვლელობის მცდელობა, ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

სროლის ხმა რომ გავიგეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. შემდეგ ,,ემერჯენსში" გადავიყვანეთ. დირექტორი მხარშია დაჭრილი. კარგი ადამიანია, გადაყოლილია ყველა თანამშრომელზე. მიზეზი მართლა არ ვიცი, ვინც დაჭრა, ის ჩვენი თანამშრომელია.

 

ეს ამბავი დაახლოებით შუადღეზე, 2-3 საათზე მოხდა - ამბობს ,,ტვ პირველთან" კლინიკის ექიმი, მარინა ჯაში.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ამ დროისთვის მიმალვაშია და მას სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

კლინიკის დირექტორი მხარშია დაჭრილი და მას სასწრაფო ოპერაცია უკეთდება

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460

ვანო ნადირაძე
"გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო..." - რას წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აფხაზეთში ომის დაწყების 30 წლისთავს ეხმაურება: "აფხაზეთის ომიდან, უკრაინის ომამდე... 30 წელი გავიდა.... მე 52 წლის ვარ. სამწუხაროდ ჯერ არ მქვია ომში გამარჯვებ...

სოცმედია 1660505280