თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო იძულებისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შემთხვევა • 1793700692
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო იძულებისა და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
„ტვ პირველის“ ცნობით, სავარაუდო დანაშაულში ამავე სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბარია მეოთხეკლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასა და იძულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში — ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
ფაქტს არ უარყოფენ სკოლაშიც, სადაც საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები.
ერთ-ერთი სავარაუდო დაზარალებული მოსწავლის დედის თქმით, მშობლებმა საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მალევე მიაწოდეს. მისივე განცხადებით, საქმის კურსშია განათლების სამინისტროც. მშობელი განმარტავს, რომ სავარაუდო კანონდარღვევას სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი.
„შიგნით მოხდა, ბიჭებს შორის, მეოთხეკლასელზეა საუბარი. ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ორი ბიჭის მხრიდან არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე. ამ ორმა ბიჭმა შეიყვანა საპირფარეშოში და მოხდა ის“, — აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებულის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე მეოთხეკლასელი მესამე კლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც მეექვსეკლასელებმა ფიზიკურად იძალადეს.
„სკოლის საპირფარეშოში მეექვსეკლასელმა ბავშვმა სცემა მესამეკლასელი. ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკური ძალადობა. ბავშვს კლასელი დაეხმარა და ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა საშინელი სიტყვებით და საბოლოოდ, მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა. საუბარია სავარაუდო სექსუალურ ძალადობასა და იძულებაზე“, — აცხადებს მშობელი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










