თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა
შემთხვევა • 1793624400
თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებდნენ.
აღნიშნული საფეხმავლო ხიდი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ.
„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ვაგზლის ტერიტორიაზე იწვოდა გადასასვლელ ხიდზე შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და უკვე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან, არავის მოუმართავს და შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებიც მუშაობენ უკვე მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე. ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება და ასევე, ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით.“- განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










