თელავში მართვის პრაქტიკული გამოცდისას 43 წლის კაცი გარდაიცვალა
შემთხვევა • 1782316053
თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.
„უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, თუმცა გულის ამუშავება ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდ, სტრესის ფონზე ინფარქტი განუვითარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











