ყვარელში ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა
შემთხვევა • 1785083577
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
გარდაცვლილი 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. სვიმონიშვილი ავარიის შემდეგ, 112-ის ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის თქმით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










