ზუგდიდში პოლიციელი 24 წლის კაცს შეეჯახა - ბიჭი კომაშია
შემთხვევა • 1741777675
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა - ირკვევა, რომ დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა.
დაშავებულის ნათესავები ამბობენ, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.
„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვიტანძე, სხვა ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.
თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვიტანძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.
მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.
მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს "ბათუმელებთან" დაშავებულის ახლობელი, მაია კალანდია.
მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.
პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.
რადგან ასე გახმაურდა ამბავი, პოლიციელზე, რომელიც ნასვამმდგომარეობაში, 24 წლის ბიჭს დაეჯახა. კი, ჩემი დამკავებელი და ცრუ მოწმე იყო, მაგრამ ეს ამ ყველაფერთან საერთოდ არაფერ შუაშია. მთავარი ამბავი არის ის, რომ ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას. მსგავს მდგომარეობაში იყო სოფ. ნარაზენის პოლიციის უფროსიც, რომელიც ჯერ დამემუქრა რომ დამმარხავდა და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც. საშინელება მოხდა და ამ საშინელებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსობასაც ეკისრება. ტრაგიკულ შედეგამდე იმიტომგავედით, რომ თავის დროზე, აქციაზე მყოფ მთვრალ პოლიციელებს გადააფარეთ ხელი, მანქანის მართვის უფლება მიეცით. ამ დაუსჯელობის სინდრომით აღტკინებულ-გაჯეჯილებული პოლიციის შედეგს ვიმკით ახლა"- წერს სამოქალაქო აქტივისტი.ირკვევა, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...
მსოფლიო • 1762759316
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519











