"20 დღე მარიუპოლში" - უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა ოსკარი მიიღო

მარიუპოლი ოსკარი

 ლოს-ანჯელესში ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელი რეჟისორის მესტილავ ჩერნოვის ფილმმა "20 დღე მარიუპოლში" გაიმარჯა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

 

ეს ისტორიაში პირველი ოსკარია, რომელიც უკრაინული ფილმის ავტორებს გადაეცათ. მანამდე ფილმმა, რომელიც 2022 წელს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის ალყის შესახებ მოგვითხრობს, მიიღო ბრიტანული ჯილდო - BAFTA.

Associated Press-ის ჟურნალისტი მესტილავ ჩერნოვი ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად გაემგზავრა მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინა დღეს.  "ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი" - თქვა რეჟისორმა.

დიდწილად მათი მუშაობის წყალობით მსოფლიომ შეიტყო რა მოხდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და ყოველ დღე ანადგურებდნენ მას.

"ეს არის შეხსენება მსოფლიოსათვის, თუ რამდენად აუცილებელია ამ შემოჭრის შეჩერება. მე აქ ვდგავარ, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, კარგავენ სახლებს, იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება უფრო მეტ ადამიანს მოუყვება იმის შესახებ, რაც ხდება და ისინი შეგვამჩნევენ", - თქვა რეჟისორმა.
როგორც კინოკრიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, ტრიუმფატორი იყო კრისტოფერ ნოლანის "ოპენჰაიმერი". ჯამში ფილმმა შვიდი ოსკარი მოიპოვა (და ნომინირებული იყო 13 კატეგორიაში). ნოლანმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, რაც მის კარიერაში პირველია. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, კილიან მერფიმ ასევე მიიღო ჯილდო. ოსკარი ასევე გადაეცა ამავე ფილმში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის რობერტ დაუნი უმცროსს.

ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ემა სტოუნს გადაეცა, ფილმმა Poor Things ოთხ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრული
დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა  მისი...

კრიმინალი 1747592511

კობახიძე ირაკ
„ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის შეცვლა“ - ივანიშვილისც მეგობარ აქტსა და სანქიცებზე

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...

პოლიტიკა 1747591520

ზურა ჯაფარიძე
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა, ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“ - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...

პოლიტიკა 1747590842

კობახიძე1
„გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში“ - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...

პოლიტიკა 1747590140

კიტ კელოგი
„აშშ-მ 22-პუნქტიანი გეგმა შეადგინა, რომლის პირველი პუნქტიც ცეცხლის შეწყვეტაა“ - კელოგი

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747589085

კვარაცხელია მიქაუტაძე დავითაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ.  სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...

სპორტი 1747588981