„მაგიდას მიეხეთქა და დაიწყო კივილი, მიშველეთო“ - მარინა ბერიძისა და ეკა კვალიაშვილის კონფლიქტის უცნობი დეტალები

შოუბიზნესი 1667795118    1792

ბერიძე კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ერთ დროს ყველაზე სკანდალურ ამბავს იხსენებს, რა დროსაც, ხმა გავარდა, რომ მასსა და მარინა ბერიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გავრცელებული ხმებით, მან ბერიძეს საფერფლე ესროლა.

ეკა კვალიაშვილი იმ დღეს დეტალურად იხსენებს.

„კონფლიქტი შოუბიზნესში არავისთან მომსვლია, გარდა ერთი ადამიანის, მარინა ბერიძესი. მე ვიყავი ძალიან ბევრი კონცერტიდან მოხსნილი, ზუსტად ამან განაპირობა ჩემი ძალიან დიდი გაჭირვების გამოვლა. კონცერტებიდან ვიღებთ ჰონორარს და იმით ვცხოვრობთ. ერთ დღეს ბაკურიანში იყო საახალწლო კონცერტი, ჩემოდანჩალაგებული ვიყავი. მე და ბესო ბაკურაძე მაშინ ერთად ვიყავით, დამირეკა და ახლა რადიოში ვუსმენდი და ყველა მონაწილე ჩამოთვალეს შენ გარდაო, გავიგე, რომ მარინა ბერიძემ ამოგიღო სიიდანო.

მივედი, შანტაჟი მომიწყო ადამიანმა. დავსვი კითხვა, რატომ ამომიღე სიიდან-თქო, პასუხი იყო რომ სიიდან ბორჯომმა ამომიღო. სიცილი ამიტყდა. ხომ არ აფრენს, რაებს ლაპარაკობ-თქო. არ მაქვს დრო, სადილი მაქვსო. მხარზე ხელი მოვკიდე, პასუხი მინდა, არსად წახვალ მეთქი. თამრიკო ქამუშაძე იყო ოთახში. მარინამ გაიხედ-გამოიხედა ოთახში, მაგიდას მიეხეთქა და დაიწყო კივილი, მიშველეთო. მე გაშტერებული ვუყურებდი, თამრიკო მოვიდა და უთხრა, რას შვრები მარინა, შანტაჟს უწყობო?! მე რომ მარინა ბერიძისთვის საფერფლე მესროლა, დღეს იქნებოდა რომელიღაც პანთეონში.

 

იმ ოთახში იცით როგორი საფერფლე იყო, ადრე რომ დიდები იყო, რვაფეხასმაგვარი, სათათბირო მაგიდაზე იდო, ალბათ, ყველას რომ ჩაეფერფლებინა, იმას ვერც ავწევდი. პასუხი ვერ მივიღე, სიიდან რატომ მიღებდა. მე შემიძლია უფლის წინაშე პირჯვარი გადავიწერო და ვთქვა, რომ მას ხელით არ შევხებივარ.“ - თქვა ეკა კვალიაშვილმა გადაცემაში „სხვა კითხვები“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420

მსოფლიო
„რუსეთი ჭკუიდან არ შეშლილა“ - რას აცხადებს პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს სხდომაზე მან თქვა, რომ "ბირთვული ომის საფრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670430889

მკვლელობა
მკვლელობა „ლაგუნა ვერესთან“ - რა განაჩენი გამოუტანეს ბრალდებულებს

თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთ პირს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გაამართლეს, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს - ინ...

სამართალი 1670427480

თსუ მემორანდუმი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

თსუ სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თა...

განათლება 1670426244

ზელენსკი
ზელენსკი TIME-მა წლის ადამიანდ დაასახელა

გამოცემა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

რუსეთ-უკრაინის ომი 1670423056