Margiela -ში გაგზავნილი პიცის ყუთი დემნასგან და დიდი აღიარება: „არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy” - დემნა გვასალია

გვასალია

Margiela და პიცის ყუთი... როგორ მოხვდა მსოფლიოს მაღალი მოდის სამყაროში, დღეს უკვე ას ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მყოფი და Gucci -ს კრეატიული დირექტორი, ქართველი დემნა გვასალია, ოკუპირებულ სოხუმში დაბადებული, დევნილი, რომელის პირველი იდეა მოდის სამყაროში შეღწევისთვის პიცის ყუთსა და Margiela-ს უკავშირდება. 2017 წელს ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემიით მოდის "ოსკარით" დააჯილდოვა. დემნა გვასალიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. 2015 წლიდან ფრანგული მოდის სახლის "ბალენსიაგას" შემოქმედებითი დირექტორი და კომპანია "ვეტმანის" მთავარი დიზაინერია, მისი სამოსით სარგებლობენ რიანა, კიმ კარდაშიანი, სელენა გომესი, ჯიჯი ჰადიდი... აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში სწორედ დემნა გვასალიას ყვითელი სამოსით წარდგა. დემნა, Gucci -ს კრეატიული დირექტორი, იხსენებს, თუ როგორ დაიწყო პარიზში პირველი სამსახური: „პარიზში, ნიუ-იორკში და მილანში 90 პორტფოლიო გავგზავნე და არ ამიყვანეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი სოციალური ხალხთან ურთიერთობაში, არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy” რომელიც მოდის კვირეულებზე დადის. ბოლოს გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო Margiela -ში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი, როგორც ეკონომისტის, ტვინის დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე - პორტფოლიო უნდა გახსნან, შეფუთვა არის მნიშვნელოვანი. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. ასე მივიქციე მათი ყურადღება. დამირეკეს და მითხრეს - შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე? 3 თვე პარიზში მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ პარიზში ჩემთვის კარი გაიღო.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
7 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...

ეს საინტერესოა • 1794001636

ზელენსკი
მტერი ახალ დარტყმას ამზადებს, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946

მატარებელი თოვლში
რუსეთში რკინიგზის ფოტოგრაფიით დაინტერესება სახიფათო ხდება - მოსკოვში მატარებლების ფოტოების 2 კოლექციონერი დააკავეს და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...

მსოფლიო • 1793997466

კენიელი სექტის ლიდერი
კენიური სექტის ლიდერს 190 ბავშვის მკვლელობისთვის ორასი წლით პატიმრობა მიესაჯა

კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...

მსოფლიო • 1793990912

საქბანკი
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807

ჯაღმაიძე
საპატრიარქო კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...

საზოგადოება • 1793976450