ქანიე უესთის კონცერტის ფინანსები გასაიდუმლოებულია - ანგარიშსწორება კვლავ მიმდინარე პროცესშია
შოუბიზნესი • 1782727279
საქართველოში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, ქანიე უესთის კონცერტის გარშემო ფინანსური კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიკა ფილფანის ოფიციალურ მოთხოვნას კონცერტის ხარჯებისა და შემოსავლების გასაჯაროების შესახებ, კულტურის სამინისტრომ და ღონისძიების ორგანიზატორმა სახელმწიფო კომპანიამ კონფიდენციალურობის მოტივით აუარეს გვერდი.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიკა ფილფანმა კულტურის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა, სადაც კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე, სახელმწიფო შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ქანიე უესთის კონცერტის დეტალური ფინანსური ანგარიშგება მოითხოვა.
დეპუტატის ინტერესის საგანს წარმოადგენდა:
-
ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ზუსტი შემოსავალი;
-
სპონსორების ვინაობა და მათ მიერ გაღებული ფინანსური კონტრიბუცია;
-
შემოსავლებიდან უშუალოდ შემსრულებლისთვის, ქანიე უესთისთვის გადახდილი ჰონორარის მოცულობა (მილიონ ლარებში);
-
ღონისძიების ჯამური ხარჯი და მიღებული მოგება/ზარალი.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ დეპუტატის წერილს თავად კომპანია „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორის, თამარ ჩხაიძის ოფიციალური პასუხი დაურთო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არ გახდება.
კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ როგორც თავად არტისტთან (ქანიე უესთთან), ისე გენერალურ სპონსორთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის მკაცრ ვალდებულებას, რის გამოც სახელმწიფო კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, ეს მონაცემები პარლამენტარს მიაწოდოს.
ამასთანავე, „სთარინგ ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ პროექტის ჯამური ბიუჯეტის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული რიგი ფინანსური და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და ანგარიშსწორება კვლავ მიმდინარე პროცესია. კომპანიის განცხადებით, საბოლოო ციფრები მხოლოდ ყველა ნაკისრი ვალდებულების სრულად დახურვის შემდეგ დაზუსტდება.
7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...
ეს საინტერესოა • 1794001636
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946
მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...
მსოფლიო • 1793997466
კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...
მსოფლიო • 1793990912
საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807
საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...
საზოგადოება • 1793976450









