როგორ დაიპყრო ანასტასია ბერიშვილმა „ნიჭიერის“ ნახევარფინალი

კულტურა

​როდესაც, სცენაზე 12 წლის გოგონა გამოდის, მაყურებელი, როგორც წესი, საყვარელ, ბავშვურ და გულუბრყვილო შესრულებას ელოდება.

თუმცა, როდესაც მიკროფონთან ანასტასია ბერიშვილი დგება, პირველივე ბგერებიდან ყველა ხვდება, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ ნიჭიერ ბავშვთან, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ, მძლავრ და ქარიზმატულ არტისტთან. ​სწორედ, ეს საოცარი გარდასახვა და შემოქმედებითი სიმწიფე გახდა იმ დიდებული ტრიუმფის მიზეზი, რომელიც ანასტასიამ მეგა-პროექტ „ნიჭიერის“ მე-11 სეზონის მესამე ნახევარფინალში მოახდინა.

,, მისი ნახევარფინალური გამოსვლა „რუსთავი 2“-ის ეთერში არ ყოფილა უბრალოდ მორიგი საკონკურსო ნომერი – ეს იყო ნამდვილი ვოკალური მასტერკლასი და დრამატურგიულად დახვეწილი შოუ." მისი ხმა არ იყო პატარა 12 წლის ბავშვის ხმა, ის დიდი ზრდასრული მომღერალივით მღერის. ასე აფასებენ მას პროფესიონალები.

​ანასტასიამ სცენაზე შემოიტანა ისეთი ენერგია, სიმშვიდე და ამავდროულად, ხმის მომაჯადოებელი ძალა, რომ დარბაზმაც და ჟიურის წევრებმაც სუნთქვა შეიკრეს. მისი შესრულება გამოირჩეოდა უბადლო ვოკალური ტექნიკით, სადაც თითოეული ნოტი ზუსტად, ღრმა ემოციითა და არტისტული გააზრებით იყო ნამღერი.

ანასტასიას სცენაზე დგომისას აქვს ერთი საოცარი თვისება – მას შეუძლია მთელი დარბაზის ყურადღება აბსოლუტურად დაიპყროს, მართოს მსმენელის ემოციები და აიძულოს თითოეული ადამიანი, მისი მუსიკალური სამყაროს ნაწილი გახდეს. ​ანასტასია – გოგონა, რომელიც სცენაზე დგას თუ მის მიღმა, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

მისი მუსიკალური მოგზაურობა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო და ნათელია, რომ ეს მოგზაურობა მას შორს წაიყვანს. ​

პირველი ნაბიჯები:

ბასტი ბუბუდან ბელარუსის დიდ სცენებამდე ​განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკში შეამჩნიეს. სწორედ ბაღიდან მოხდა მისი შერჩევა ლეგენდარულ საბავშვო სტუდია ,,ბასტი-ბუბუში“, სადაც პატარა მომღერალმა პირველი შემოქმედებითი გამოცდილება მიიღო და სცენასთან მეგობრობა დაიწყო. ​მალევე, ოჯახური პირობების გამო, ანასტასია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდა. სწორედ, აქედან იწყება მისი კარიერის ახალი, საერთაშორისო და წარმატებებით სავსე ეტაპი. 6 წლის ანასტასიამ ქართული დიასპორის ორგანიზებულ კონცერტზე, გადავსებული დარბაზის წინაშე, ცნობილი სიმღერა „Jamaica“ (ჯამალას ვერსია) შეასრულა. ეს დღე გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც პატარა მომღერლისთვის, ისე მისი ოჯახისთვისაც.

ანასტასიას დედა, ამ უმნიშვნელოვანეს წუთებს განსაკუთრებული ემოციით იხსენებს: ​„ იმდენად ვნერვიულობდი, რომ ყურში მხოლოდ ტაშის ხმა მესმოდა და სხვა არაფერი მახსოვს... ,პირველად იდგა ჩემი შვილი ასეთ დიდ სცენაზე და არ ვიცოდი როგორ გაუმკლავდებოდა და ამხელა ოვაციებს თუ მიიღებდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, პირადად ელჩმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა ამეყვანა მისთვის კარგი მასწავლებელი და სამომღერლო კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა.“

​ეს რჩევა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

სხვა ქევყანაში ცხოვრების პერიოდში ანასტასიამ არაერთ მასშტაბურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი ფესტივალი „ სლავიანური ბაზარი“, სადაც 8 წლის ანასტასიამ „მაყურებლის სიმპათიის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ის ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე იყო და ჟურნალისტები მისგან რიგში დგებოდნენ ინტერვიუების ჩასაწერად. ასეთ პატარა ასაკში გახდა მრავალი საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი. ​სულ რაღაც 9 წლის ასაკში კი, ანასტასია საბავშვო მუსიკალური კონკურსის, „ზაფხულის ფრთების“ ჟიურის წევრად მიიწვიეს.

მიუხედავად ნორჩი ასაკისა, ის სრული პასუხისმგებლობითა და ობიექტურობით აფასებდა სხვა ბავშვების გამოსვლებს, აქცენტს ყოველთვის ვოკალზე, არტისტიზმსა და შესრულებაზე აკეთებდა.

​„ ვცდილობდი ვყოფილიყავი სამართლიანი ჟიური, რადგან თავადაც ხშირად გამოვდიოდი კონკურსებზე. ყურადღებას ვაქცევდი ვოკალს, ცოცხალ შესრულებას და არტისტიზმს, “ – იხსენებს ანასტასია. ​სამშობლოში დაბრუნება და „რანინას“ ტრიუმფი ​საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ანასტასიამ კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს მიაღწია და ფართო საზოგადოების უპირობო სიყვარული მოიპოვა.

ის გახდა მეგა-პროექტ „რანინას“ 203 წლის სეზონის ფინალისტი. აგერ ახლა კი, მეგა-შოუ „ნიჭიერში“ გახდა მაყურებლის გულთა ნამდვილი მპყრობელი. ​თუმცა, ანასტასიას ფენომენი მხოლოდ სხვისი შემოქმედების ბრწყინვალე შესრულებით არ შემოიფარგლება.

12 წლის ასაკში მას უკვე აქვს საკუთარი საავტორო სიმღერები, ერთერთი ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერთან, გიგა კუხიანიძესთან ერთად ჩაწერა, რაც მის ნაადრევ შემოქმედებით სიმწიფესა და უნიკალურობაზე მეტყველებს. ​სცენის ფილოსოფია ​როდესაც ანასტასიას საკუთარ შემოქმედებით სამყაროზე ეკითხებიან, ის საოცარი, ბავშვური გულწრფელობითა და ამავდროულად, დიდი არტისტისთვის დამახასიათებელი სიღრმით გვპასუხობს: ​„ ჩემი შინაგანი სამყაროთი და ხასიათით თავს უფრო ლურჯ და ცისფერ ფერებთან ვაიგივებ – ეს ფერები ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება, მეც ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და მინდა, ეს მშვიდი ემოცია სცენიდან მაყურებელსაც გადავცე. თუმცა, როცა საქმე სიმღერასა და მიზნებს ეხება, ჩემს თავს ოქტავის ყველაზე მაღალ ნოტს, 'ზედა დოს' შევადარებდი, რადგან ის ნამდვილი მწვერვალია. ჩემთვის მთავარია, მაყურებლის სიყვარულია, მათთან ჩემი ემოცია მივიტანო და როცა ვგრძნობ, რომ დარბაზი ჩემს განცდებს სწორად იგებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება .“ ​წინ დიდი გეგმებია – ახალი სცენები, ახალი სიმღერები და დიდი მოგზაურობები.

თუმცა, რაც არ უნდა შეიცვალოს, ერთი რამ უცვლელია: ანასტასია ზუსტად ინარჩუნებს იმ უნიკალურ ინდივიდუალიზმს, რომლითაც მან სცენის დაპყრობა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო და რომლითაც დღეს მთელ საქართველოს აყვარებს თავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560