"როგორ შეიძლება ოჯახის გაფართოებაზე არ იფიქრო?" - ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე საერთო შვილის გაჩენას გეგმავენ
შოუბიზნესი • 1634847276
უკრაინელმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ, ტელეკომპანია ,,ნტვ“-ს ეთერში, მეუღლის კონსტანტინე მელაძისთვის მემკვიდრის გაჩენის შესახებ ისაუბრა.
39 წლის ბრეჟნევას სიტყვებს თუ დავუჯერებთ და 55 წლის კონსტანტინე მელაძისგან შვილის გაჩენის სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს, მისი თქმით კიდევ ერთი შვილიშვილით მელაძის მშობლებიც და დედამისიც ძალიან გაიხარებენ.
კითხვაზე სურს თუ არა მას კიდევ ერთი შვილის გაჩენა, მომღერალი პასუხობს: რა თქმა უნდა მინდა, რატომაც არა? როგორ შეიძლება ქალი არ ფიქრობდეს ამაზე, რომელსაც ოჯახი აქვს? როგორ შეიძლება ოჯახის გაფართოებაზე არ იფიქრო?
მომღერალმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ფანატები მისი შესაძლო ფეხმძიმობის შესახებ ხშირად საუბრობენ და აღნიშნულს მისი შესაძლო წონაში მატებით ხსნიან, თუმცა მომღერალი განმარტავს, რომ პატარა გოგონა აღარ არის და მის მდგომარეობაში ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა.
ბრეჟნევა არც სუროგაციის გზით შვილის ყოლის წინააღმდეგია, მისი თქმით შეიძლება ადრე ამის წინააღმდეგი ყოფილიყო, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად რიგ საკითხებს სხვა თვალით უყურებს.
,,მე მყავს მეგობრები, რომლებიც აკეთებენ ამას და თითოეულ მათგანს საამისოდ აქვს მიზეზი. მე უკვე დავანებე თავი, რიგი საკითხების მიმართ ვიყო კატეგორიული, რადგანაც ასაკის მატებასთან და გამოცდილებასთან ერთად გამიჩნდა მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ამას აკეთებს, ესე იგი მას ამისთვის შესაბამისი მიზეზიც გააჩნია“, - აცხადებს მომღერალი.
ცნობისთვის, ბრეჟნევას წინა ორი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, ისევე როგორც თავად კონსტანტინე მელაძეს, ყავს შვილები წინა ქორწინებიდან, თუმცა საერთო შვილზე ფიქრი მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, სულაც არ არის.
შეგახსენებთ, წყვილი ფარულად 2015 წელს იტალიაში დაქორწინდა.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











