სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

სინდი კროუფორდის ვაჟი

27 წლის ასაკში გარდაიცვალა სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მონაცემებით, იგი კვირას, სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით მითითებული არ არის. - ინფორმაციას ბრიტანული მაუწყებელი BBC ავრცელებს.

ოჯახის წარმომადგენლის, ელი ჯენკინსის განცხადებით, ოჯახი ამ მძიმე და ტკივილიან პერიოდში კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს.

პრესლი გერბერმა სამოდელო კარიერა დედისა და უმცროსი დის, კაია გერბერის მსგავსად აირჩია. 16 წლის ასაკში მისი დებიუტი იტალიური ბრენდის, Moschino-ს ჩვენებაზე შედგა, რის შემდეგაც იგი ისეთ ცნობილ სახლებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta. მისი მამა, ბიზნესმენი რანდე გერბერი, ჯორჯ კლუნისთან ერთად ტეკილის ბრენდ Casamigos-ის თანადამფუძნებელია.

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ნარკოდამოკიდებულებაზე. 2023 წელს პოდკასტ Studio 22-ში მან აღნიშნა, რომ დეპრესიასთან ბრძოლის შემდეგ მისი მთავარი მიზანი იმ ადამიანების დახმარება იყო, ვინც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ძმის დამოკიდებულებაზე ამ თვის American Vogue-ში მისმა დამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახში მსგავსი პრობლემების გაჩენა ყველას ცხოვრებას ცვლის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851