ZEG - Tbilisi Storytelling Festival

შოუბიზნესი 1686121529    46

ზეგ

8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი - რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.

 

ცერემონიალის გახსნის პირველ, პანელურ დისკუსიაზე არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი, სატირიკოსი არმანდო იანუჩი, Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა და მონაცემთა ანალიტიკოსი კრისტოფერ ვაილი იმსჯელებენ თემაზე - „რა ცვლის დღევანდელ სამყაროს და საით მიდის მსოფლიო“. პანელს მოდერაციას გაუწევს Coda Story-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

 

ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან გიორგი გიგაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი და ასევე მუსიკოსი ნადია ბერდი გაუძღვება. გახსნის ღონისძიება გიორგი გიგაშვილის მუსიკალური შესრულებით დასრულდება.

 

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი 10 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

 

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

 

ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი - სატირიკოსი, არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის - The Death of Stalin), მარია რესა - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი - ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის - Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა -  Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური - Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი - CBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია - Vogue's 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი - Pokémon-ის ხმა, და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube.

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

 

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.

 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლიკა
პატარა ლიკამ დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695895320

ირე ლიზა
„იარე ლიზას“ სცენარისტის პირველი კომენტარი სკანდალური ჩვენების შემდეგ

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას"  სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...

საზოგადოება 1695895231

შეაწუხე ირაყლი
"ირაყლის" გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...

პოლიტიკა 1695894881

გოგოტიშვილი
„ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“- „ოცნების“ რომელ დეპუტატზე საუბრობს თენგო გოგოტიშვილი

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“ 

სოცმედია 1695894739

ლავროვი
„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი“ - ლავროვი

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...

პოლიტიკა 1695894633

ალუდა ღუდუშაური
„ვაიძულებთ“ - რით ემუქრება ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილს

ყველას, საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავ...

პოლიტიკა 1695894231