10 წლის ქართველი ემიგრანტი ფეხბურთელი საფრანგეთიდან "მთავარი არხისა" და უკრაინის დახმარებას გეგმავს

სოცმედია 1653160938    900

ემიგრანტი ფეხბურთელი

10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი ფეხბურთელია, საკუთარი, შეგროვებული თანხით უკრაინელი ხალხისა და "მთავარი არხის" დახმარებას გეგმავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე, "მთავარი არხის" ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში დაწერა. 

"მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ, უკვე 10 წლის. ემიგრანტი საფრანგეთიდან. მე ვარ საფრანგეთის ერთერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით მძიმე სიღარიბის გამო არ მიმიღეს დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბში, იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით და მეც და მამაც ტირილით წამოვედით. კარგად მახსოვს, რომ მამა არ მანახებდა ცრემლებს და ძალიან განიცდიდა. ისიც მახსოვს რომ არც შუქი გვქონდა და არც გაზი. ჩვენ ერთ-ერთ ყოფილ ფოსტის უმოქმედო შენობაში ვცხოვრობდით თემქაზე. ვიყავით სოციალურად დაუცველები.

მახსოვს ჩემს დებს სკოლაში დასცინოდნენ იმის გამო, რომ 21 საუკუნეში შეშის ფეჩით ვთბებოდით და ბოლის სუნი აგდითო. მახსოვს, როდესაც უარით წამოვედით და ჩემხელა ბავშვები დარბოდნენ სტადიონზე ძალიან მინდოდა მეც მათნაირად ფორმა მცმოდა და მეთამაშა, მაგრამ არ მიგვიღეს ადგილები არ გვაქვსო. უარით გამოგვისტუმრეს. ტირილით წამომიყვანა მამამ და მასაც ვამჩნევდი რომ თვალებზე ცრემლებს მალავდა. აი იმ დღიდან გადავწყვიტე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და გაჭირვებული ადამიანებს დავხმარებოდი.

ამ მძიმე პირობების და ამ უსამართლობის გამო ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაგვეტოვა და წამოვედით საფრანგეთში. უფლის წყალობით ჩემს თანატოლებში 3 ჯერ გავხდი ბომბარდირი და ამ სეზონში კი საუკეთესო შემტევად დამასახელეს. ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და როცა ყოველ შაბათ დღეს თამაში მაქვს მამა ყოველ გატანილ გოლზე ჯერ 5 ევროს ახლა კი 10 ევროს მაძლევს და ვაქუჩებდი ამ თანხას და გაჭირვებულ ოჯახს გამოვუგზავნე საქართველოში.

ეს ჩემი ორი ოჯახის დახმარება იყო და ეხლა კი მესამედ ვაპირებდი გადმოგზავნას რათა ჩემი ნაშრომით მცირედით მაინც გამეხარებინა ვისაც ძალიან ჭირდებოდა. დღეს დღეობით ჩემს სიკეთის ყულაბაში 110 ევროა და ვაპირებდი გამოგზავნას უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად. თუმცა სეზონის დამთავრებამდე კიდევ მაქვს დარჩენილი თამაშები და ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ რათა სიკეთის გოლები გავიტანო და სიკეთის კულაბაში გავზარდო თანხა.

მინდა ჩემი ნაშრომი რაც მომიქუჩნდება გავყო და ნახევარი უკრაინელ ოჯახს დავეხმარო და ნახევარი მთავარ არხს გადმოვუგზავნო. თავს არ დავზოგავ რათა ჩემი მცირედი შრომით პატარა წვლილი შევიტანო ჩემს საქართველოს სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში. დიდება უფალს დიდება საქართველოს. მიყვარხართ თქვენი გიორგი საფრანგეთიდან, - წერს გიორგი ბეწუკლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვანგა
წელს ახალი პანდემია ციმბირიდან დაიწყება, დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან - ვანგას წინასწარმეტყველება

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...

მსოფლიო 1657090384

დემნა გვასალია
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...

საზოგადოება 1657090216

ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245

რიკი მარტინი
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება სასამართლოს ძალით აეკრძალა

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...

მსოფლიო 1657087097

მკვლელობა
საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...

კრიმინალი 1657086967