“12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო, გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს“ - ბაია პატარაია

სოცმედია 1669312229    1153

ბაია პატარაია

“12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა”, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია…

● 14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
● 14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!
დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივ ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისაგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

 

ცნობისთვის, გუშინ, 23 ნოემბერს, თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420