"2024 წლის დეკემბრის დარბევების დროს დამიზნებით შეასხა სპეცრაზმმა... სასუნთქი გზების და წიაღების ანთებას ვუმკურნალეთ, თუმცა ცხვირიდან სისხლდენა მაინც გაგრძელდა. წნევები 160-110 და უეცრად 90-50“
სოცმედია • 1764656082
"2024 წლის დეკემბრის დარბევების დროს, გარდა იმისა, რომ საერთო დარბევებში მოყვა ქეთო, ერთ ღამეს დამიზნებით შეასხა სპეცრაზმმა მას და მის მეგობარს რაღაც, ვიდეოს უღებდნენ ადამიანების ცემისას და ამიტომ.მთელი ღამე ცალკე ოთახში იყვნენ ეს გოგოები, რომ სხვებიც არ დაეხრჩო ამ გაზისმაგვარ რაღაცას.მე მხოლოდ მეორე დილით გავიგე, სახლში ძლივს მოიყვანეს.მანამდე გაზაფხულზეც მოყვა დარბევებში, თუმცა სულ სხვა იყოს დეკემბრის ამბავი.დღემდე შენახული აქვს დროშა, რომელიც ამასწინათ ამოვიღე ყუთიდან და მთელი დღე ცუდად ვიყავი.ახლა ძალიან ვცდილობ ზედმეტი ემოციების გარეშე დავწერო ეს ამბავი და თუ მაინც გეემოციურათ, წინასწარ ბოდიშს გიხდით. სიმწრით მყავს შვილი გაზრდილი.წელიწადი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მივაკვლიეთ ქეთის ცუდად ყოფნის მიზეზს (მე კი ვიცი, თუმცა არ ვიცი რა დაუზიანდა). 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ბავშვი ყოველდღე ცუდადაა.სასუნთქი გზების და წიაღების ანთებას ვუმკურნალეთ, თუმცა ცხვირიდან სისხლდენა მაინც გაგრძელდა. წნევები 160-110 და უეცრად 90-50.პულსი მუდმივად 120-ზე მაღალი. თავის უსაშველო ტკივილები და ხმაური ყურებში, რომელიც თვეები გაუგრძელდა. ამ სიმპტომებს რომ ვწერ, იცოდეთ რომ ეს აქვს ყოველდღიურად.ბოლო კვლევის პასუხები გუშინ მივიღეთ, ამჯერად თირკმლის რაღაცას იკვლევენ (წნევების გამო).ისეთი ანალიზები გაიკეთა, არასოდეს გაგებული არ მქონდა. თუ არსებობდა ასეთი ანალიზები არც ის ვიცოდი.ენდოკრინოლოგიოტორინოლარინგოლოგინევროპათოლოგიჩვენი უკარგესი ოჯახის ექიმი ჯული უბერი ხომ დავტანჯეთ უკვე წელიწადია.გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც იგივე დღეშია. თავად ვიყავი მძიმე დარბევებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსთაველზე და მთელი ღამე მახველებდახ რადგან ისევ იყო იქ ყველაფერი გაჟღენთილი გაზით თუ რაცაა.სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ჩემს შვილს ვუშველი. სამშობლოსაც ვუშველით, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის უკლებლივ ყველას დასჯას ვითხოვ! ბრძანების გამცემიდა თითოეულ შემსრულებლამდე!" | წერს ლიკა ჭელიძე სოციალურ ქსელში. 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება - კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა. მოგვიანებით, სუს-მა გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და "უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით, BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










