„4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე“ - ლაშა ფარულავა
სოცმედია • 1757736194
“ორი დღეა, ვუყურებთ კობახიძისა და მდინარაძის შიშით შეთხზულ სპექტაკლს, რომელსაც „ტრუსკავეცი 2“ ეწოდება.
ეს ერთი დიდი, იაფფასიანი წარმოდგენაა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოება შეაშინონ და 4 ოქტომბრის მუხტი ჩააცხრონ.
ხაბე დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით.
მიზეზი მარტივია, ივანიშვილს ეშინია 4 ოქტომბრის, რადგან იცის, ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, მისთვის ეს დასასრული იქნება!
ამიტომ სცენარის „დამძიმება“ მოიფიქრეს:
უკრაინას, რომელიც რუსეთს ებრძვის და სადაც ორი ათასზე მეტი ქართველი იბრძვის, საქართველოში ტერაქტის მოწყობა დააბრალეს.
ეს უკვე წმინდა რუსული საქმეა, პატაკის მიწერა მოსკოვისთვის.
მესამე კი მეტი დრამატიზმისთვის, ბაჩო ახალაიას ხსენებაა.
სინამდვილეში პროპაგანდისთვის, ქოცრუსული მეთოდით „საქმეს უკერავენ“ და ციხეში გაშვებას უპირებენ.
ეს ყველაფერი რუსული სცენარის, გლობალური ომის პარტიისა და დიფსტეიტის უფრო იაფი რიმეიქია, რომლის მიზანიც ხალხის დაშინება და არეულობის შთაბეჭდილების შექმნაა.
რეალურად კი ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კობახიძე-მდინარაძე-პაპუაშვილის ტროიკა შეშინებულია და ამ სიუჟეტით წვალობენ, როგორმე დაწიონ 4 ოქტომბრის აწეული თამასა.
ხვალ, ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ.
მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა.
შენია და ჩემია, და სწორედ ჩვენ უნდა დავიცვათ და გადავარჩინოთ ქართული სახელმწიფო დაღუპვას.
4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე.
და ვისაც ამის არ სჯერა, ამ ბრძოლაში ვერაფერს გააკეთებს.
ეს გზა მხოლოდ რწმენით, გამბედაობითა და დიდი ერთიანობით უნდა გავიაროთ.
4 ოქტომბერი აქცია კი არა, ჩვენი დიდგორია!” - წერს ლაშა ფარულავა
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494
ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...
შემთხვევა • 1781236944
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...
შემთხვევა • 1781236840
"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...
პოლიტიკა • 1781186174











