„ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება“ - დათო ტურაშვილის ქალიშვილი ემოციური პოსტი

სოცმედია 1679028129    2086

ტურაშვილის შვილი

დათო ტურაშვილის ქალიშვილი, ანაკო ტურაშვილი:

“შევარდნაძის დროს, საღამოობით სადარბაზოსთან გველოდებოდნენ ხოლმე ვიღაც კაცები. ჩასვამდნენ ხოლმე იმ უკუნეთ დროს მამაჩემს მანქანაში და მიჰყავდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს.

მე და დედა სახლში ველოდებოდით ხოლმე. 

ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.

სააკაშვილის დროსაც მიჰყავდათ ხოლმე ასე, ან ურეკავდნენ, ან მოდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ.

იქიდანაც ყოველთვის ბრუნდებოდა.

არასოდეს არ მახსოვს რომელიმე ხელისუფლების შეშინებოდა და ამის გამო გაჩუმებულიყო.

ახლაც ასეა და სასაცილოა ვინმემ მამაჩემს მოკითხოს, რას აკეთებდა რომელიმე წინა ხელისუფლების დროს:)) მართლა სააცილოა:)))

არც ახლა ეშინია და ამაში გაზრდილს, ალბათ ამიტომაც არც მე არასოდეს შემშინებია და არც ახლა მეშინია.

სიმართლე და სამშობლოს სიყვარული როცა შენ მხარესაა, არასოდეს გეშინია.

ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება, რადგან ეს უკვე ორჯერ ვნახეთ.

რეებით აშავებენ თან, რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? მამაჩემს ვინც იცნობთ კი იცით რომ იარაღის ჭერის აზრზე არაა.

და მეორე რითაც აშავებენ, რომ ყველა ხელისუფლების დროს არხეინად ცხოვრობდაო :)))))

ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვნა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ და როდის ვხეირობდით იქნებ მეც გამაგებინოთ?

კეთილი ხალხის გვერდში დგომით და მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა პურით ვართ გაზრდილები მეც და ჩემი დებიც და რავიცი აბა, განა არ გვინდოდა მამაჩემს ერთი-ორი კაპიკი გაეწია და ერთი-ორი უძრავი ქონება მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის, გავაქირავებდით, პურს შევჭამდით, ვიგულავებდით, რავიცი 

 

 

მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა, დათოს სოც ქსელები არ აქვს და გთხოვთ მაქსიმალურად არ მიაწოდოთ ის ამბები რაც აქ ხდება, ყველაფერი არ იცის და მისი ჯანმრთელობის და ნერვების ამბავი კი იცით

 

დაგვანებეთ თავი პლზ 🫶

 

წავლენ ესენიც, ამათი დროც მოვა, ხალხი ბრძენია  ”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 28 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...

საზოგადოება 1679934240

დოლიძე
რა ინიციატივით მიმართა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...

პოლიტიკა 1679933492

ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157