„ანდრო ჩემთვის "ცნობილი სახე" აღარ არის - ანდრო პირისპირ უდგას რეჟიმს და უსწორებს თვალს, არ არჩენს სიტყვას“

სოცმედია 1753858745

ანდრო ჭიჭინაძე

„დილიდან ყოველი მეორე პოსტი ანდრო ჭიჭინაძის მილოცვით და ფოტოთი მხვდება. მისმა დაკავებამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება, რადგან - "ცნობილი სახეა", როგორც ჩვენთან ეძახიან მეგობრებიც ძალიან ერთგულობენ - ძირითადად მსახიობები, რეჟისორები. თეატრიც გამოექომაგა. იმ შერჩეულ პროცესთა შორის, რომლებსაც ვესწრები, ერთ-ერთი ანდროსია.რასაც ვუყურებ, მისი ბრალეულობა ამ დრომდე არაფრით მტკიცდება -არც პოლიციელზე თავდასხმა, არც ორგანიზებული მოქმედება.გარდა იმისა, რომ ანდრო თავიდანვე ჭარბი ყურადღებით სარგებლობდა, საქმის მსვლელობისას მან გამორჩეულად დაიმსახურა ჩემი პატივისცემა.მთელი პროცესი დგას, გულმოდგინედ უსმენს მოწმეს, უფლებადამცველს, მოსამართლეს... ესალმება ყველა მისულს, გამოხატავს მათ მიმართ სითბოს და მადლიერებას. იშვიათად რომ დაინახო დამჯდარი.ეს დგომა ხასიათიანია - კაცის დგომის მთავარ მნიშვნელობას ატარებს.ამიტომ ანდრო ჩემთვის "ცნობილი სახე" აღარ არის - ანდრო პირისპირ უდგას რეჟიმს და უსწორებს თვალს, არ არჩენს სიტყვას. ამდენი ხანია შემოდის და დგება. შეუპოვრად. დედა სხვა გრძნობას და დატვირთვას ატარებს, ამიტომ პატიმრების დედები ყოველთვის ყურადღებას იპყრობენ… და მედია, პოლიტიკური პირები… ყოველთვის მათ გამოყოფენ - ისინი ჩვენ ვიცით. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ანდროს უკლებლივ ყველა სხდომაზე შედის მისი ძმა - ვასკა. ჯდება უკან მარჯვნივ კუთხეში და მთელ პროცესს ძმასთან ერთად ისეთივე დაძაბული აკვირდება, უსმენს, როგორც ანდრო. მისი ინტერესი არ არის გარკვევა, მისი ძმა დამნაშავეა თუ არა - რადგან იცის, რომ არ არის.ვასკა მიდის, რომ ანდროს ხერხემალი ჰქონდეს გამართული, რომ უმცროსმა ძმამ სიმართლის რწმენა და ძალა არ დაკარგოს ცხოვრებაში.სადმე სისუსტე არ აჩვენოს, რამე არ შეეშალოს, თუ ზეწოლა გაიზარდა - მარტოობა არ იგრძნოს… და ყოველ ჯერზე კმაყოფილია - თავისი ძმის დგომით, სიტყვით, მოქცევით - რომ ანდრო ერთდროულად დარჩა მართალიც და გაუტეხელიც. შემდეგ საღამოს მიდის და დგება რუსთაველზე, ჭიჭინაძის კუთხეში - და იქაც უსწორებს თვალს რეჟიმს.ყოველ დღე, დაუღალავად, მუდმივი განცდით, რომ ყურადღებას აკლებს საკუთარ ოჯახს, შვილებს… საქმეს, რომელიც გვერდით გადადო.მოწმეს ვუსმენდი, მითქმა-მოთქმა ატყდა. მოვიხედე, ანდრო გვეკითხებოდა - ვასკა წავიდა? გავხედე და დაღლილს თავი ჰქონდა ჩამოდებული წინა სკამზე - მაშინვე ასწია - არა, აქ ვარ!ჩვენ მტკიცე და შეუპოვარნი ვართ რეჟიმის პირისპირ, რადგან ანდრო მტკიცეა, პატიმრები უტეხები არიან. და ანდრო მტკიცეა - შენი ძმობით, ვასკა! და ამიტომ შენ გილოცავ განსაკუთრებით მის დაბადების დღეს - და ამ ქვეყანას ვულოცავ, რომ შენი სახით ასეთი ძმობა კიდევ არსებობს.ე.ი საქართველო არსებობს“ — წერს დავით ჩხეიძე სოციალურ ქსელში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624