,,აქვს თუ არა ჩემ შვილს - ბექა ხოფერიას “ ქოლცენტრი”? არა, არა აქვს, არც ქონია და არც არასოდეს ექნება! ესაა ის რეალობა, რის დასამტკიცებლად მაზიანსაც ჩამოვალ, კისერსაც დავდებ გილიოტინაზე და დედებსაც მოვუკითხავ ვისაც საჭიროა“ - ხათუნა ხოფერია
სოცმედია • 1762317436
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
,,აქვს თუ არა ჩემ შვილს- ბექა ხოფერიას “ ქოლცენტრი”?
არა, არა აქვს, არც ქონია და არც არასოდეს ექნება!
ესაა ის რეალობა, რაც დანამდვილებით ვიცი! რის დასამტკიცებლად მაზიანსაც ჩამოვალ, კისერსაც დავდებ გილიოტინაზე და დედებსაც მოვუკითხავ ვისაც საჭიროა!!
რატომ დავწერე ეს პოსტი?…
ორი წელია ეს მოარული ჭორი, გარკვეული პერიოდულობით, იფეთქებს ხოლმე და არის მითქმა- მოთქმა. თავიდან ბევრი ვიცინეთ… შემდეგ ჯერზე, ერთ- ერთ ძალოვან უწყებას მივმართე და ვთხოვე სიმართლის გარკვევა, რაზეც პასუხად მივიღე, რომ გარკვეულები იყვნენ და იცოდნენ საკითხის აბსურდულობა… დავწყნარდი… და ისევ ბევრი ვიცინე…
ახლა, გუშინ, გუშინწინ, ისევ აგორდა ეს ცილისწამება…
იცით, შავნოდარას რომ ეთქვა, ან რომელიმე ჩიტირეკიას, გავატარებდი… მაგრამ!!!… თავად ე. წ. “ ჩვენიანებიც” როცა ჭორაობენ?!… რავარი გასატარებელია ჰააა?!…
ჰოდა, ვინაიდან ფიცი- მტკიცი ვერ იქნება არგუმენტი, და არც არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, უბრალოდ ვიტყვი, როგორც დედა!
– ქოლცენტრი არის ერთ- ერთი უბინძურესი, ცოდვიანი და არსაპატიებელი საქმე! ეს არის ადამიანების უბედურებით, ცრემლით, სიკვდილით მოპოვებული ფული!
სწორედ ამიტომ…
დაწყევლოს და არ დაინდოს უფალმა ყველა, ვინც ქოლცენტრებს ამუშავებს, ვინც ამ ცოდვიან, სისხლიან ფულს იღებს! ყველა, თუნდაც ჩემი შვილი იყოს!
კარგად გამიგეთ ხომ?…
ჰოდა, რა გახდა, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ, გამოფინეთ სიები! კრიმინალზე ჭორაობა და ფუჩუნი რა წესია?! ან სადაური წესია?!… აქაური???…
P.S.მე არც ჩიტების შტვენა და შაშვის გალობა მჭირდება, არც სუსის არქივიდან და უჯრებიდან მოწოდებული ინფოები. ისედაც ზუსტად ვიცი ვინ რას აკეთებს, ვინ რა გადაიბარა და ვინ, ვის, სად, როდის რა უქნა!ასე რომ…მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო! რომ არ გამომივიდეს,ვისაც როგორ გინდათ, ისე დაასრულეთ ეს “კაფიაობა”….
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494
ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...
შემთხვევა • 1781236944
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...
შემთხვევა • 1781236840











